რედაქტორისგან
“ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს - ივანიშვილი თუ სააკაშვილი, სხვა პარტიები საქართველოში ჯერჯერობით არ არის!” - არნო ხიდირბეგიშვილი

 “ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს!” – 2006 წელს პოდპოლკოვნიკმა სტივ რასელმა ერაყელი ხალხის ლიდერი სადამ ჰუსეინი დაიჭირა, რომელიც ამერიკელებმა ჩამოახრჩვეს, ერაყი ნანგრევებად აქციეს, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღი მაინც ვერ იპოვეს. პოდპოლკოვნიკს კი დააწინაურეს და დღეს, 10 წლის შემდეგ, უკვე კონგრესმენი სტივ რასელი ცრუობს, რომ ქართველი ხალხის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი, პუტინის მეგობარი და მოსკოვის მარიონეტია, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ამომრჩევლების მოსყიდვით არის დაკავებული. “დავეხმაროთ საქართველოს, როგორც 2003 წელს!” - მოუწოდა კონგრესმენმა რასელმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ამერიკელ ბანკირებს და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, რითაც აღიარა, რომ “ვარდების რევოლუციაც” საქართველოში ამერიკელებმა მოაწყვეს.

 იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, ამ დღეებში მიშა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის სავარძელში ვადიმ რაბინოვიჩმა შეცვალოს, აგრეთვე, თუ მხედველობაში მივიღებთ ამერიკული ინსტიტუტების NDI-ს და IRI-ს გამოკითხვების ყალბ შედეგებს, რომლებიც ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნების” “კრახზე” მიუთითებს, საქართველოში “ვარდების რევოლუცია-2” მზადდება, რომელიც, ოკეანის გაღმელი რეჟისორების ჩანაფიქრით, ისე უნდა დამთავრდეს, როგორც “მაიდანი-2” უკრაინაში. ისეთები, როგორიცაა ამერიკელი პოდპოლკოვნიკი რასელი - ნატოს ოპერაციების “გმირი” იუგოსლავიაში, ავღანეთსა და ერაყში - უკან არაფერზე დაიხევენ, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, დღეს ხომ სწორედ ის წარმოადგენს დაბრკოლებას ყოველივე ქართულის განადგურების გზაზე - ცხოვრების წესის, კულტურისა და ტრადიციების, ესე იგი სამიზნეც ის გახლავთ!

 კონგრესმენი რასელის პარალელურად ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეუტიეს - აქაოდა, საქართველოს მთავრობა რატომ აფინანსებს პრორუსულ ტელევიზიებსო?! ამერიკელ და ევროპელ პარლამენტარებს ხომ ინფორმაციის ერთი წყარო აქვთ - სააკაშვილის პარტია “ნაცმოძრაობის” ლიდერები და მისი პროვინციელი პროპაგანდისტი - ჯიბის აგიტატორი ნათელაშვილი (პარტიული მეტსახელი “დაუნ ვი დიქტეიტე”, ან უბრალოდ „დაუნი“).

 მოცემულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ხალხი და “ქართული ოცნება”?

 უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა მოსთხოვოს ამერიკელ და ევროპელ პარლამენტარებს - დაე, დაასახელონ თუნდაც ერთი პრორუსული ტელევიზია ან პარტია საქართველოში და ივანიშვილის მხრიდან პრორუსული ძალების სასარგებლოდ ამომრჩევლების მოსყიდვის თუნდაც ერთი ფაქტი მოიყვანონ. ასეთები არ არსებობს, ხოლო თუ ქართველი ხალხი ივანიშვილს რაიმე მიზეზით ლანძღავს კიდეც, მხოლოდ „რესპუბლიკური პარტიის“ ტიპის პროამერიკული ძალების დაფინანსებისთვის, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა!

 იგივე NDI-ს და IRI-ს გამოკითხვები მოწმობს, რომ საქართველოში დღეს მხოლოდ ორი პარტიაა - ივანიშვილის პარტია და სააკაშვილის პარტია, სხვა პარტიები საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. დანარჩენი წვრილ-წვრილი პარტიები ან სააკაშვილის “ნაცმოძრაობის”, ან ივანიშვილის “ქართული ოცნების” იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან და პარლამენტში უმრავლესობით დამოუკიდებლად შესვლის შანსი არ აქვთ. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან “ქართული ოცნების” დამარცხება ავტომატურად ნიშნავს “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების გამარჯვებას აქედან გამომდინარე ყველა შედეგით! ეს  რეალურია, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი, ბანკები და ფინანსთა სამინისტრო კონგრესმენ რასელის თხოვნას დააკმაყოფილებენ და დაეხმარებიან მათ, როგორც 2003 წლის ნოემბერში დაეხმარნენ, უფრო სწორად - სააკაშვილი მოიყვანეს.

 “ქართულ ოცნებას” ერთი შანსი აქვს, არ წააგოს, რისთვისაც უნდა აღიაროს, რომ იმ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც ის და, მასთან ერთად, მთელი საქართველო აღმოჩნდა, დამნაშავე თვითონ არის: შეცდომა იყო საქართველოდან ბოროტმოქმედი სააკაშვილის გაშვება, ნაციონალებთან კოჰაბიტაცია და მართვის სადავეების რესპუბლიკელებისთვის გადაცემა!

 არანაკლებ დიდი შეცდომა იყო სააკაშვილის ხელისუფლების ტრადიციის გაგრძელება და, ვითომდა ქართველი ხალხის სახელით, საქართველოსთვის უალტერნატივო ევროატლანტიკური არჩევანის თავს მოხვევა, რომელიც სინამდვილეში გამოუვალი აღმოჩნდა. NDI-ს და IRI-ს მოდელირებულმა “გამოკვლევებმაც” კი ვერ დამალა სიმართლე - გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთთან კარგ ურთიერთობებს ირჩევს, და არა NATO-სთან ინტეგრაციას.

 ნეპოტიზმი და საკადრო პოლიტიკაში ჩავარდნები ხომ “ქართული ოცნებისთვის” ნამდვილ ღვთის რისხვად იქცა: თუ პარტია უწინდებურად აარიდებს თავს პატრიოტებსა და პროფესიონალებს, თუ კონგრესმენების რასელის და მაკკეინის საამებლად ისევ თავის მართლებას დაიწყებს - იმნაირი არ ვარ, პრორუსული არა ვარო! (როგორც ამას 2012 წლიდან დღემდე აკეთებს), თუ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნაცნობობით შედგენილი და თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის №11-ში დამტკიცებული სიით წარდგება, მას ჩავარდნისგან ივანიშვილი კი არა, უფალი ღმერთიც ვეღარ იხსნის, ჰოდა, ესე იგი - გზაც იქით ჰქონია!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: ИА REX
2016 წლის 23 აპრილი