სამართალი
„ახალ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავალთ ან არავინ იცის, როდის მოხდება ეს" - გიორგი კახიანი

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი.  ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა.

 „ოპოზიციის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ინიციატივა არის განწირული და მას პარლამენტი ვერცერთ შემთხვევაში მხარს ვერ დაუჭერს. საკითხი დგას ასე - ან 2020 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ან არავინ იცის, როდის მოხდება ეს. რას გააკეთებს უკვე მომდევნო მოწვევის პარლამენტი, არავისთვის ცნობილი არ არის. ამ გადმოსახედიდან, მე ვფიქრობ, რომ ისინი მიიღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი სახის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, მათი მტკიცებით, ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის არის აუცილებელი.

 „აქტუალურია ის, რომ 2016 წელს ჩატარდეს არჩევნები, რომელიც ჩაითვლება ლეგიტიმურად“, - განაცხადა სერგო რატიანმა.