საზოგადოება
“აქ რუსული ტანკი იდგება!” - დედაქალაქის ცენტრში კედელზე გაკეთებულმა ამ წარწერამ თბილისელები გაამხიარულა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ძველი თბილისის ცენტრში, მთაწმინდის ფერდობზე მდებარე სოლოლაკში, ჭონქაძის ქუჩის ერთ-ერთი სახლის კედელზე ვიღაცამ ხუთქიმიანი ვარსკვლავით შემკული წარწერა გააკეთა: აქ რუსული ტანკი იდგება!”.

 როგორც მოსალოდნელი იყო, ამ უმნიშვნელო ფაქტმა გაამხიარულა და გაახარა თბილისელები, ისევე, როგორც მთელი ქართველი ხალხი, რომელსაც დიდი ხანია, მოენატრა რუსებთან და რუსეთთან ძველი მეგობრობა და ძმობა! და იმავდროულად დააღონა კიდეც, ვინაიდან მოქალაქეები ვერ ხედავენ საქართველოში ვერცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად უჭერს მხარს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას...