საზოგადოება
ერნგეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 65-ე შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. აღნიშნეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები.

შეხვედრაზე განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი.

ქართულმა მხარემ, ასევე, დააყენა აღდგომის დღესასაწაულზე მოსახლეობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საფლავების დაუბრკოლებლად მონახულების

შესაძლებლობის საკითხი.