საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები თავისუფალ გარემოში, დემოკრატიული სტანდარტით, საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა - ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა თსუ-ში არჩევნების დასრულების შემდეგ, მედიასთან შეფასებისას განაცხადა.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, უნივერსიტეტში არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა და საარჩევნო კომისიას არცერთი საჩივარი არ დაუფიქსირებია. 1311 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 967-მა. ამომრჩეველთა 54,3%-მა (526 ხმა) მხარი დაუჭირა დარეჯან თვალთვაძეს, ლევან გორდეზიანმა მიიღო ხმათა 24,4% (236 ხმა), ცირა ბარამიძემ - 11% (107 ხმა), გიორგი ანდრიაძემ - 4% (39 ხმა). 59 ბიულეტენი საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო.
არჩილ კაიკაციშვილმა თსუ-ის საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო დღის ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა, თსუ-ს კი ახალი რექტორის არჩევა მიულოცა.