სამართალი
საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნა. როგორც უწყებაში განმარტეს, კოჯორში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნაპოვნია მოკლული გურამ კვეზერელის ცხედარი (ვიდეო იხ. აქ). დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ძიება მიმდინარეობს ორი პირის წინააღმდეგ, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მომხდარში ბრალდებულებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი უცხოეთში იმყოფება.