პოლიტიკა
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ  პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია დაგეგმილი არჩევნების შესახებ. მისი თქმით, საქართველომ უკვე მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.

პრესკონფერენციაზე ასევე დაისვა კითხვა მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა.

პრემიერის თქმით, საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს.