აქტუალური
საკოორდინაციო საბჭოში "ახალი მემარჯვენეები" არ იქნებიან

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მისი პარტია არ აპირებს თანამშრომლობას იმ პოლიტიკურ მოძრაობასთან, რომელსაც პროდასავლური მიმართულება არ აქვს - ლაპარაკია ინაშვილის პარტიაზე. ინტერპარტიულმა ჯგუფმა თავის სამოქმედო გეგმაზე განცხადებები გააკეთა. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მიმართულებით გააქტიურებას და აქციებსაც გეგმავს. გუშინ საარჩევნო თემაზე კონფერენცია გაიმართა, სადაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეჯამდა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.