პუბლიკაციები
"ხიდაშელის თავგასული ავანტიურიზმი საქართველოს ვარშავაში "გააშავებს"!

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი.

 ხიდაშელის პროვოკაციული განცხადება, რომ – MAP-ი (ნატო–ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) საქართველოსთვის წარსულია და ვარშავის სამიტზე იგი მოითხოვს ნატო–ში პირდაპირ გაწევრიანებას, – ნატო–ს კი არ გვაახლოვებს, არამედ გვაშორებს მას! დიახ, გუშინ ერთ–ერთი ტელეკომპანიის ეთერში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა წარმოსთქვა შემდეგი ფრაზა:"„MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ეს ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მას არაფერი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან, რადგან შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. ამიტომ, ჩვენთვის MAP-ი არ არის ამოცანა". ხიდაშელმა, იქვე "ბრძნული" დასკვნა გააკეთა, რომ – "ამიტომ, MAP-ი არ არის ნატოს გაწევრიანების გზაზე ჩვენთვის მთავარი ამოცანა. გაწევრიანების გზაზე ჩვენი მთავარი ამოცანა გაწევრიანებაა“! – ბატონებო, როგორ მოგწონთ ხიდაშელისეული დემაგოგიური "სიტყვათა წყობა" ("..გაწევრიანების გზაზე მთავარი ამოცანა გაწევრიანებაა“) და რა აზრი "გამოიტანეთ მისგან"?! პირადად მე, კითხვა გამიჩნდა, კი მაგრამ, "გაწევრიანების გზაზე, გზაში არაფერი ხდება"!?.. კარგი, ამას თავი დავანებოთ, საქართველოს სახუმაროდ არა აქვს საქმე, პირიქით, ასეთი მინისტრების გადამკიდეს, თუ ისინი დროულად არ შევაჩერეთ, წინ ბევრი პრობლემები გველის.

 დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამდაგვარი თავხედური რიტორიკა, დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. კონკრეტულად ამ შემთხვევაში კი, თავდაცვის მინისტრის ხიდაშელის თავგასული ავანტიურიზმი, ნატო–ს ივლისის სამიტზე საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას ვარშავაში, – "გააშავებს"! დიახ, მინდა გითხრათ, რომ ხიდაშელი თავხედურად ცრუობს, როცა ამბობს, – "..ჩვენთვის MAP-ი არ არის ამოცანაო". – შეგახსენებთ, შარშანდელი ბრიუსელის ნატო–ს სამიტის დასკვნით კომუნიკეში წერია, – ნატო–ს ასპირანტმა ქვეყანამ ჯერ უნდა მიიღოს MAP-ი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნატო–ში გაწევრიანება!.. P.S. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "კარგად უნდა დაფიქრდეს" იმაზე, თუ რამდენად წაადგება ქვეყანას თავდაცვის მინისტრის რანგში, ქ–ნი ხიდაშელის მონაწილეობა ვარშავის ნატო–ს სამიტზე!!..

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
guardian.ge