საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
“ჩვენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას სრულად ვუჭერთ მხარს. ნატო-ს ვარშავის სამიტი უნდა იყო გაფართოების სამიტი. ჩვენ ალიანსში წევრობისათვის მონტენეგრო მოვიწვიეთ. ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო ასევე ელოდებიან ანალოგიურ მოწვევას. მე ამ საკითხს დავაყენებ მაისში ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე. რა თქმა უნდა, თურქეთი ვერ მისცემს საქართველოს გარანტიას, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას, რადგან ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ვფიქრობ, რომ ალიანსში შესვლა წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშეც შესაძლებელია, საქართველომ შეიძლება, პირდაპირ მიიღოს მოწვევა”, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.