საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. “1მ3 გაზის დატენვის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 0,95ლარს” - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“გაიაფების მიუხედავად, კვლავ მაღალია გაზგასამართ სადგურებზე საავტომობილო გაზის ღირებულება, ვინაიდან ქვეყანაში მიმდინარე ლარის გამყარების ტენდენცია და მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების დაწევა იძლევა საფუძველს იმისა, რომ 1მ3 გაზის დატენვის ღირებულება არ აღემატებოდეს 0,95ლარს”, - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
მისი თქმით, „მემარცხენე ალიანსი“ მოითხოვს, რომ გაზის შემომტანმა კომპანიებმა მოქმედი ტარიფები მიმდინარე წლის 1 მაისისთვის გააიაფონ. ჯიბლაძემ მოუწოდა კონკურენციის სააგენტოს, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები გაზის იმპორტიორ კომპანიებს შორის კარტერული შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.