“ტელეკომპანია "მაესტრო" ისევ მაუწყებლობს!
ორდღიანი შეფერხების შემდეგ ტელეკომპანია "მაესტრომ" 25 დეკემბრიდან მაუწყებლობა განაახლა.
“ორი დღის განმავლობაში არხზე პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის ნაწილობრივი მოწესრიგების შემდეგ მაუწყებლობა ჩვეული სატელევიზიო ბადით განახლდა“, - განაცხადა საქინფორმის კრესპონდენტთან საუბარში "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა.
მისი თქმით, მაუწყებლობის შეჩერების საფუძველი ტექნიკური მიზეზები გახდა, რაც ახალი გადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო."ყველა პრობლემა და ტექნიკური მიზეზი, ბუნებრივია, ფინასებთან არის დაკავშირებული. ნაწილობრივ ფინანსური პრობლემები მოგვარდა და ახლა ჩვეულ რეჟიმში გავალთ ეთერში"-აღნიშნა ბექაურმა.მან აგრეთვე აღნიშნა, რომ "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიისგან ტექნიკური მიზეზების გარკვევის მიზნით წერილი მიიღო, რომელსაც უკვე უპასუხა."წერილში დეტალურად არის აღწერილი „მაესტროში“ წარმოქმნილი ტექნიკური და ფინანსური პრობლემები",- აღნიშნა ბექაურმა. - „და ამასთან ერთად ვაცხადებ, რომ "მაესტროსა" და "რუსთავის მედიის მართვის ჯგუფის" კომპანიებს შორის ხელშეკრულების გაწყვეტა არ იგეგმება“."ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არც შედის. და თუ რამის გაწყვეტა იგეგმება, ამას გადაწყვეტენ "მაესტროსა" და "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის დამფუძნებლები",- დასძინა კახა ბექაურმა.