სამართალი
საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ექსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში.
ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ორი წლის წინ გაუჩინარებული დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. ეს ინფორმაცია შს სამინისტროში არ დაადასტურეს. უწყების განმარტებით, ექსპერტ კრიმინალისტებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგომი ავტომობილი შეამოწმეს, რომელიც სხვა საქმეს უკავშირდება.
კოჯორში იპოვეს, ასევე, 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი. ადგილობრივების ინფორმაციით, გვამი ჩამარხულ კასრში აღმოაჩინეს და ეს მკვლელობა 2014 წელს თბილისის ზღვაზე მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, როდესაც ქალი მოკლეს, მისი შვილი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.