პოლიტიკა
საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. 23 აპრილს თბილისში ოფიციალური ვიზიტით გაეროს გენერალური მდივანი ბენ კი მუნი ჩამოდის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში.
1994 წლის შემდეგ ეს გაეროს გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება საქართველოში.
ბენ კი მუნი პრემიერ–მინისტრის მოწვევით ესტუმრება თბილისს, საიდანაც ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში განაგრძობს.