აქტუალური
Reporters Without Border – „წამყვანი ტელეარხების საკუთრებისათვის ომი შეშფოთებას იწვევს“

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია Reporters Without Borders მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2016 წლის ინდექსს აქვეყნებს. ანგარიშში 180 ქვეყანას შორის საქართველო 64-ე ადგილს იკავებს. მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, 2015 წელთან შედარებით ქვეყანა ხუთი საფეხურით დაწინაურდა.

 “ბოლო წლებში ჩატარებულმა რეფორმებმა საქართველოში მედიაგარემო გააუმჯობესა, - ნათქვამია Reporters Without Borders -ის ანგარიშში.

 დოკუმენტში მიღწევებს შორის აღნიშნულია მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობა, სატელიტური ტელეკომპანიების პლურალიზმი და სამაუწყებლო მარეგულირებელ ორგანოში განხორციელებული ცვლილებები. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები შემცირდა, თუმცა მუქარის შემთხვევები ხშირია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართული მედია კვლავ ძალიან პოლარიზებულია. პროგრესის მიუხედავად, მედიის მესაკუთრეები ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო შინაარსზე. წამყვანი ტელეარხების საკუთრებისათვის ომი შეშფოთებას იწვევს მედიის მომავალი პლურალიზმის მხრივ”, - ნათქვამია დოკუმენტში.