აქტუალური
„თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური თემებისგან შორს უნდა დადგეს“ - გია ვოლსკი

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ვინ უნდა წავიდეს ვარშავის სამიტზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ რესპუბლიკელი მინისტრები, თუ წინასაარჩევნო კამპანია მაისიდან დაიწყება და რას ავალდებულებს მოქმედ მინისტრებს საარჩევნო კოდექსი - ამ საკითხებზე განცხადებებს პოლიტიკოსები აკეთებენ.

 “არსებობს მინისტრების გარკვეული კატეგორია, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. ისინი პოლიტიკური თემებისგან ცოტა შორს უნდა დადგნენ, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველო დგას ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, როგორიც დღეს არსებობს და ვარშავის სამიტის მოლოდინში. ამ ფიგურებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ნაკლები პოლიტიკური განცხადებები აკეთონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.