საზოგადოება
საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. მაპ-ი წინა ხელისუფლების დროს პოლიტიზებულ საკითხად იქცა, რის გამოც ნატო-ს წევრ 28 ქვეყანას საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება, - განაცხადა საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
“საქართველოს წინსვლისთვის ნატო-ს მიმართულებით რეფორმები უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო გახლავთ უნიკალური შემთხვევა ნატო-ს ისტორიაში, ვინაიდან ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ნატო პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მხარში უდგას. ჩვენ ერთად გავივლით ინტეგრაციის გზას“, - აღნიშნა, კერძოდ, ლაჰიუმ.