საზოგადოება
ლადო პაპავამ მედიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3-წლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად იქნება საუბარი თსუ-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ ხმაურიან პროცესებზე, რასაც შედეგად მოჰყვა მისი გადაწყვეტილება 1 მაისს თანამდებობის დატოვების შესახებ.

 ვლადიმერ პაპავამ შეაჯამა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიღწევები, რომლებიც მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში განხორციელდა.

 „ყველაზე მთავარი, ვერ გავაკეთე ის, რომ უნივერსიტეტს ვერ მოვუპოვე საბიუჯეტო დაფინანსება... პოლიტიკა, სამწუხაროდ, დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მმართველობის პერიოდში მიღებულ იქნა უმაღლესების დაფინანსების წესი, სადაც ისინი ძირითადად დაფინანსებულია სტუდენტების მიერ მოტანილი ფულით. წასვლის წინ კიდევ ერთხელ გავგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ–მინისტრის სახელზე“, - განაცხადა პაპავამ.