საზოგადოება
შიმშილობის 9 დღე - სასწრაფო დახმარების ბრიგადები სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან 24–საათიან რეჟიმში მორიგეობენ

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, დღის ბოლოს ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა, თუმცა სტაციონარში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა რექტორის გადადგომაა. თავად რექტორი კი მიიჩნევს, რომ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

 „ეს ულტიმატუმები ჩვენზე არ მუშაობს. არსებობს კანონი და ყველამ უნდა დავიცვათ“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

 ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი კარლო კოპალიანი, რომლის თქმითაც, „იმ გადაწყვეტილების  გაუქმება, რასაც ჰქვია რექტორის არჩევა, შეუძლია მხოლოდ სასამართლოს“.