სამართალი
საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის - 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით დოლარების შემოტანის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიების ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი “წითელი ხიდის” გავლით, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით შემოიტანეს ოქრო და თანხა. დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.