სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დავით . ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 2,54 გრ მარიხუანა, 13,7375 გრ ბუპრენორფინის შემცველი 35 აბი და 10 შეკვრად დაფასოებული, 2,3030 გრ მეტადონი ამოიღეს.

ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები კიევში შეიძინა და საქართველოში სომხეთიდან უკანონოდ შემოიტანა.