სამართალი
საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული პირები თბილისში ბირთვული მასალა ურანის (U238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ. დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.