პოლიტიკა
„მინისტრებს, რომლებიც საარჩევნო სიებში იქნებიან, თანამდებობის დატოვება მოუწევთ" - წულუკიანი ხიდაშელის წინააღმდეგ

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება პარტიებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

 მინისტრი კანონის იმ მუხლზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც მინისტრებს, რომლებიც საარჩევნო სიებში იქნებიან, თანამდებობის დატოვება მოუწევთ.

 „თუ რომელიმე მინისტრი იქნება კანდიდატი, რა თქმა  უნდა, მას მოუწევს კანონის დაცვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დამთავრდეს - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა არჩევნებთან დაკავშირებით მისი და რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა.

 „ამ კითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სულ რამდენიმე დღის წინ ამომწურავად გასცა პასუხი, წერტილი დაუსვა. თქვენ შეგიძლიათ, გააგრძელოთ საქართველოს მოსახლეობასთან, თქვენს მაყურებელთან მუდმივად ამაზე ლაპარაკი. მე აღარ ვაპირებ ამაზე საუბარს“, - აღნიშნა ხიდაშელმა.