საზოგადოება
ახალი წლიდან ტაქსის მძღოლებს 1300 ლარის გადახდა მოუწევთ

taxiახალი წლიდან ტაქსების მძღოლებს ერთწლიან 1300-ლარიან ლიცენზიას მოსთხოვენ. თუ ისინი ლიცენზიას არ შეიძენენ, ახალი წლიდან სამუშაოდ არ დაიშვებიან. ეს, ბუნებრივია, სერიოზული ფინანსური დარტყმაა იმ მძღოლებისთვის, რომელთა ოჯახებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ და ყოველდღიურად ნაშოვნი 10-20 ლარით სულდგმულობენ. მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, ტაქსის მძღოლები კი ამ ახალი ინიციატივით ძალიან შეწუხებულები არიან.