უცხოეთი
„არავის ვუსურვებდი, პრეზიდენტმა გააკრიტიკოს...“ – პესკოვს პუტინისგან მოხვდა

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებთან პუტინის ყოველწლიური პირდაპირი ხაზის მომზადებისას დაშვებული შეცდომის გამო „მოხვდა“. ამ შეცდომის შედეგად ვლადიმერ პუტინს მცდარი ინფორმაცია მიეწოდა გერმანულ გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის კავშირის შესახებ ამერიკულ ბანკ Goldman–თან.  

"რა თქმა უნდა, ჩვენ ბოდიში მოვიხადეთ და ასევე ბოდიშს ვუხდით გამოცემას", - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებთან პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა, რომ გერმანული გაზეთი Sueddeutsche Zeitung, რომელსაც პირველი მიუწვდა ხელი  "პანამის დოკუმენტებთან", ამერიკულ ფინანსურ კორპორაციაში Goldman Sachs შედის.

"ესენი  არიან შემკვეთის ყურები, რომლებიც ყველგან ძვრებიან" - განაცხადა პუტინმა პანამის დოკუმენტებთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოცემამ უარყო მისი ურთიერთობა Goldman Sachs-თან. გაზეთი აღმოჩნდა გამომცემლობა  Sueddeutscher Verlag-ის შვილობილი კომპანია, რომლის 81,25%  ეკუთვნის მედიაჰოლდინგ Suedwestdeutsche Medien, ხოლო 18,75% - კერძო პირებს.