უცხოეთი
პენტაგონი „უაღრესად შეშფოთებულია“ რუსული Су-27–ის მიერ აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების მზვერავი–თვითმფრინავის გზის გადაღობვის გამო

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-27 ამერიკულ მზვერავ-თვითმფრინავს RC-135-ს, რომელიც ბალტიის ზღვის თავზე საერთაშორისო ზონაში მიფრინავდა, სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა და უკან დახევა აიძულა. ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგგენელმა დენი ერნანდესმა განაცხადა.

 "14 აპრილს, აშშ- სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი RC-135 ასრულებდა გეგმიურ ფრენას ბალტიის ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. მას სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა რუსეთის Су-27, თანაც ეს საკმაოდ არაპროფესიონალურად განახორციელა", - აცხადებს გენერალი.

 აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში რუსული ბომბდამშენი Су-24 ასევე სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა ამერიკულ გემ "დონალდ კუკს", რომელიც ასევე ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში ცურავდა.

 აშშ-ში აცხადებენ, რომ მსგავსმა პროვოკაციულმა ქმედებებმა, შესაძლოა მოვლენების ესკალაცია გამოიწვიოს.