საზოგადოება
„ერთ ცხენზე როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი“ - მეჭიაური

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. რესპუბლიკელების მიერ კოლიციის დატოვების მიუხედავად მთავრობაში პოსტების შენარჩუნებას მოკლე კომენტარით გამოეხმაურა თამაზ მეჭიაური. უმრავლესობის დეპუტატი პროგნოზს არ აკეთებს, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები თანამდებობებს.

 “ეს სიტუაცია გვაგონებს, ერთ ცხენზე როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი. ვერ გეტყვით, ცხენი გადმოაგდებს თუ არა კოხტას“, - განაცხადა მეჭიაურმა.