საზოგადოება
საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. კიევში ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინების პირველი ცერემონია გაიმართა - იუწყება “უკრაინის ნაციონალური ლგბტ-პორტალი”. თავიანთი ურთიერთობა დაარეგისტრირეს თემურ ლევჩუკმა და ზორიან კისმა. “ეს იყო ცერემონია, რომელიც არ გულისხმობს არანაირ ოფიციალურ დოკუმენტებს. ეს იყო სიმბოლური, მაგრამ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი რამ”, - განაცხადა ლევჩუკმა. ერთ-ერთმა მეჯვარემ წყვილის პატრიოტიზმი აღნიშნა: “მათ მაინც უყვართ ერთმანეთი და უყვართ ქვეყანა, რომელიც მათ ურთიერთობას ჯერჯერობით ოფიციალურად არ აღიარებს”.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 10 მარტს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმად 2017 წლის მეორე კვარტალისთვის მთავრობა ერთნაირსქესიანთა ქორoწინების ლეგალიზებას გეგმავს.