აქტუალური
ხიდაშელის და ლაიჩეკის საუბრის მთავარი თემა – „რეგიონშიგააქტიურებული რუსული პროპაგანდა“

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების მე-10, საიუბილეო ფორუმის ფარგლებში თინა ხიდაშელი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩეკ შეხვდა. საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში გააქტიურებული რუსული პროპაგანდა იყო.

 როგორც მიროსლავ ლაიჩეკმა აღნიშნა, სლოვაკეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, საქართველო ნატოსთან დაახლოებისთვის ძალღონეს არ იშურებს და ახლა ნატოს წევრებს ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ.