უცხოეთი
თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება რადიკალებს იმდენად არ ებრძვის, რამდენადაც მათთან თანამშრომლობს

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 14 აპრილს, ტელეარხების „Первый”, „Россия 1“, „Россия 24“, რადიოსადგურების „Маяк”, „Вести FM“ და „Радио России“ ეთერში გავიდა მე–14 სპეციალური გადაცემა „პირდაპირ ხაზი ვლადიმერ პუტინთან“. ტელეთერის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტმა 80 კითხვას უპასუხა. პროგრამის ხანგრძლოვობამ 3 საათი და 40 წუთი შეადგინა. სულ პროგრამის ფარგლებში სამ მილიონზე მეტი კითხვა შემოვიდა.

ე. რჟკოვის კითხვაზე – „როდის გაიხსნება ავიამიმოსვლა ეგვიპტეში და ჩარტერები თურქეთში? როდის მოხდება ეს?“ – პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„ჩვენი შეხედულებით, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება იმდენად არ ებრძვის რადიკალებს, რამდენადაც მათთან თანამშრომლობს. ამ ქვეყნის შიდა პრობლემებიც დაფიქრებას გვაიძულებს უსაფრთხოების საკითხებზე – იქ, სამხრეთში ხომ ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

ჩვენ ვცდილობთ ეს არ შევამჩნიოთ, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას თითქოს ვერ ამჩნევს, მაგრამ ეს ფაქტია, თანაც მსხვილი ტექნიკის, მძიმე შეიარაღების, ტანკების, არტილერიისა და ა. შ. გამოყენებით. თურქეთში ტერაქტებიც თითქმის ყოველ კვირას ხდება. გამუდმებით.

მაგრამ სადაა გარანტია, რომ ჩვენს დამსვენებლებს არაფერი მოუვათ? მით უფრო, რომ ვიცით: რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ტუნისში, პირდაპირ პლაჟზე ჩაცხრილეს დამსვენებლები.

დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის ხელისუფლება ტურისტების, მათ შორის ჩვენიების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიისწრაფვის, რადგან ეს მნიშვნელოვანი შემოსავალია თურქეთის ბიუჯეტში, შარშან იქ 5 მლნ ტურისტი იმყოფებოდა რუსეთიდან.

ისინი, რასაკვირველია, ძალისხმევას არ დააკლებენ, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა, შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას – დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ ჩვენ, როგორც ეგვიპტის შემთხვევაში, უფლება არ გვაქვს. არ ვუთხრათ მოქალაქეებს, რომ ახლა თურქეთში დასვენება სახიფათოა.

ყირიმი, კავკასია. ბევრი სხვა ქვეყანაა მსოფლიოში ამ ორის გარდა. რატომ არიან ისინი მიმზიდველი? იაფია და ახლოა“.