საზოგადოება
"იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ ამერიკას, არამედ იმაზე, როგორ გავუმკლავდეთ შინაურ პრობლემებს" - პუტინი

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 14 აპრილს ტელეკომპანიების "პირველი", "როსია 1", "როსია 24", რადიოსადგურების "მაიაკი", "ვესტი FM" და "რადიო როსიი" ეთერებში გადაიცა საგანგებო პროგრამა "პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან". ტელეეთერის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა პასუხი გასცა 80 შეკითხვას. პროგრამა 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში სამ მილიონზე მეტი კითხვა დაისვა.

 პირველკლასელი ალინას კითხვაზე - "მითხარით, გეთაყვა, შეიძლება, რუსეთის პრეზიდენტი ქალი გახდეს? თორემ მამა ამბობს, რომ ამერიკას მხოლოდ პუტინი გაუმკლავდება!" - პუტინმა უპასუხა:

 "ძვირფასო ალინა, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ ამერიკას. ჩვენი საფიქრალია, როგორ გავუმკლავდეთ შინაურ საკითხებსა და პრობლემებს, გზებს, ჯანდაცვის, განათლების პრობლემების გადაჭრას, ჩვენი ეკონომიკის აღდგენას, განვითარებას და მისი ზრდისთვის აუცილებელი ტემპების მინიჭებას.

 ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, არავისთან გამკლავება არ დაგვჭირდება, რადგან ასეთ შემთხვევაში - მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში -  თავს ვიგრძნობთ დაცულ, პერსპექტიულ ადამიანებად, რომლებსაც ამ ქვეყანაში ცხოვრება სურთ და ამაყობენ მისით. რაც შეეხება იმას, შეუძლია თუ არა ქალს, სახელმწიფოს მეთაური იყოს, იქნებ ამ პრობლემებს ყველაზე უკეთ სწორედ ქალი გაუმკლავდეს".

 ხოლო SMS-ზე - "იგინებით, როცა დარწმუნებული ხართ, რომ არ გიღებენ? თუ - კი, ვის აგინებთ?" - პუტინმა უპასუხა:

 "ხდება ხოლმე, მხოლოდ საკუთარ თავს... ესე იგი, უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის. იქნებ არ უნდა მეთქვა, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობს. რუსეთში არის ასეთი ცოდვა. გამოვისყიდით”.