საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე NDI-ს კვლევებზე ილაპარაკა.
“NDI არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, NDI-ს ძალიან პოზიტიური როლი აქვს საქართველოში პლურალიზმის დამკვიდრებაში და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. რაც შეეხება კვლევას, მოგეხსენებათ, რომ კვლევას ახორციელებენ სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებსაც, შესაძლოა, არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი ან მოცულობა არ იყოს ამ კვლევის იმ დონის, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადობის პრიორიტეტები, არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას, კვლევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე, შესაძლოა, სხვა განცდები მქონდეს იგივე “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობაზე”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.