სამართალი
„2007 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი!" - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე ისაუბრა.

 „მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობის 9 წელი. იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს, იყო რაღაცები, რაც ჩვენს მოქალაქეებს მოსწონდათ, მათ შორის, მეც მომწონდა საგადასახადო სისტემის რეფორმა, მომწონდა საბაჟო სისტემის რეფორმა და არა ერთი სხვა რაღაცა... ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე და არ უნდა შეგვეშინდეს, ვერც ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შეგვეშინდეს. 2007 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი, ესეც უნდა ვთქვათ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.