საზოგადოება
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის კაბინეტთან 5 პროფესორის შიმშილობის აქცია გრძელდება. პროფესორები რექტორის, აკადემიური საბჭოსა და კანცლერის გადადგომას ითხოვენ.
ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორებთან შეხვედრას გეგმავენ სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელიც აკადემიური საბჭოს სხდომაზე შეიქმნა და 6 წევრისგან შედგება.
ისინი პროფესორებს პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ რექტორის მესამე ვადით არჩევა კანონიერად მოხდა.