საზოგადოება
გიორგი კანდელაკი Check in Georgia-ს კორუფციულ სქემაზე ლაპარაკობს

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, რომ “ისთერნ ფრომოუშენს”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი კულტურის მინისტრია, სახელმწიფო დაფინანსება საგრძნობლად გაეზარდა. კანდელაკი პროექტ Check in Georgia-ს კორუფციულ სქემაზე ლაპარაკობს და იმ სახელმწიფო მოხელეების და მათი ნათესავების გვარებსაც ასახელებს, რომლებიც ამ პროექტებით სარგებლობენ.

 „პრობლემა კულტურული ღონისძიებების და კონცერტების გამართვა კი არ არის, პრობლემა არის ის, რომ როგორც ახლა გამოჩნდა, ამ კულტურული ღონისძიებების ადმინისტრირებით ხეირობენ ის სახელმწიფო მოხელეები და მათი ნათესავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ღონისძიებების ჩატარებაზე“, - განაცხადა კანდელაკმა.