პოლიტიკა
"ქართული ოცნების" შიდა კვლევების შედეგები NDI-ს მონაცემებისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება“

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. სააგენტო GHN–ის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” შიდაპარტიული კვლევის შედეგები დიდად არ განსხვავდება NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებისაგან.

 როგორც სააგენტო წერს, “ქართული ოცნების” პარტიული კვლევის შედეგები ასე გამოიყურება - მმართველი პარტია - 33,2%, “ნაციონალური მოძრაობა” - 30,7%, “თავისუფალი დემოკრატები” - 7,9%, რესპუბლიკური პარტია - 7,3%.

 „როდესაც კომენტარებში გვესმის, რომ მათ შიდა კვლევებში ორჯერ-სამჯერ მეტი შედეგები აქვთ, გამოდის, რომქართული ოცნების” ცალკეული პარტიული ლიდერი ძალიან ცუდად აიმედებს თავის ელექტორატს წინასაარჩევნოდ, ან ატყუებს“, - განმარტავს სააგენტო GHN-ის ხელმძღვანელი გოჩა მირცხულავა.

 სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ “ქართულ ოცნებას”, ამ კვლევის თანახმად, დაჯგუფებული ჰყავს რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი. მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი” “მრეწველებთან” და ჯამში მათი რეიტინგი 9,6 %-ია, ასევე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება დაჯგუფებულია “ეროვნულ ფორუმთან” და მათ საერთო რეიტინგი 11,11%-ს შეადგენს.