საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, ჩამოვყალიბდით არჩევნების თარიღზე – 8 ოქტომბერზე. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს, რომ გამოქვეყნება დაემთხვეს ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას“, – განმარტა პრემიერმა.
„გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო ვადად“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.