სამართალი
მკვლელობა ფონიჭალაში - დაღუპულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ფონიჭალაში მდებარე ავტოსახელოსნოში, სადაც მკვლელობა მოხდა, კრიმინალისტებმა დაათვალიერეს დაღუპულთა ავტომობილი, რომელიც შემდეგ დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

დასრულდა ფონიჭალის პოლიციაში იმ პირთა დაკითხვაც, რომლებიც შემთხვევას შეესწრნენ. დაკითხვაზე იმყოფებოდნენ მოკლულთა ნათესავები და ოჯახის წევრებიც.

მათი თქმით, მოკლულები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდნენ და საქართველოში რამდენიმე დღით იყვნენ ჩამოსული.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ ფონიჭალაში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.