სამართალი
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და პასკალ მენიემ საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ კვირას საფრანგეთში ქართული დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციის წევრები ფრანგ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.