საზოგადოება
საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.
2012 წლის შემდეგ პარლამენტის მუშაობის თაობაზე შეკითხვას 14 პროცენტმა უპასუხა, რომ უკეთ, ისევ ისე – 42%, ხოლო 31%-ს მიაჩნია, რომ უარესად.
გამოკითხულთა 13 პროცენტმა პარლამენტის საქმიანობის შესახებ საერთოდ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.