საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულებს ყველაზე მეტად მოსწონთ დავით ბაქრაძე. მას ყველაზე მოსაწონ პოლიტიკოსად მოქალაქეთა 15 პროცენტი ასახელებს.
იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც მოქალაქეებს მოსწონთ, არიან: ირაკლი ალასანია (7%), შალვა ნათელაშვილი (6%), გიორგი კვირიკაშვილი (5%), დავით სერგეენკო და ნინო ბურჯანაძე (3-3%), გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და დავით უსუფაშვილი (2-2%).
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.