საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.
NDI-ის კვლევებში მოქალაქეებმა სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტის საქმიანობა შეაფასეს. ყველაზე მეტი გამოკითხული (48%) კარგად აფასებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობას. ყველაზე ნაკლები (5%) კი - ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას.
იუსტიციის სამინისტროს მუშაობას 27 პროცენტი აფასებს კარგად, 16 კი - ცუდად.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას კარგად აფასებს 13 პროცენტი, ცუდად - 7 პროცენტი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 21% დადებითად აფასებს, ხოლო 15% - უარყოფითად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას 12 პროცენტი კარგად აფასებს, 10 პროცენტი - ცუდად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა: 13 პროცენტი - კარგად, 16 პროცენტი - ცუდად.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 11 პროცენტი - კარგად, 15 პროცენტი - ცუდად.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 16 პროცენტი - კარგად, 19 პროცენტი - ცუდად.
თავდაცვის სამინისტრო: კარგად - 17 პროცენტი, ცუდად - 19 პროცენტი.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო: კარგად - 13 პროცენტი, ცუდად - 19 პროცენტი.
ენერგეტიკის სამინისტრო: კარგად - 19 პროცენტი, ცუდად - 28 პროცენტი.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო: კარგად - 8 პროცენტი, ცუდად - 21 პროცენტი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.