პოლიტიკა
NDI: პარლამენტში გენდერული კვოტის საკითხი მნიშვნელოვანია – 54 %

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.

გამოკითხულთა 54 პროცენტს მიაჩნია, რომ პარლამენტში გენდერული კვოტის შემოღების საკითხი მნიშვნელოვანია, 34 პროცენტი კი ამ თემას უმნიშვნელოდ მიიჩნევს.

გამოკითხულთა 16 პროცენტის აზრით, საქართველოს პარლამენტში 10-მდე ქალია, 30 პროცენტი ფიქრობს, რომ 20-მდე, 14 პროცენტის აზრით - 30-მდე, 4 პროცენტის ვერსიით, პარლამენტში 40-მდე ქალია, 3 პროცენტის თქმით კი - 50-მდე. გამოკითხულთა 1 პროცენტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში 51-ზე მეტი ქალია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.