საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას 27% კარგად აფასებს, 6% - ცუდად. ასევე 27% აფასებს კარგად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას, 50% - საშუალოდ, 13% - ცუდად.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს 21%, ცუდად - 17%; საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას კარგად აფასებს 24%, ცუდად - 15 %. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას კარგად მხოლოდ 6 პროცენტი აფასებს, ცუდად კი - 10 პროცენტი, 53 პროცენტს არ აქვს პასუხი კვაჭანტირაძის საქმიანობასთან დაკავშირებით.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.