საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.
ხვალ რომ არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% კოალიცია “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 13% - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 6% - “თავისუფალ დემოკრატებს”, 4% - ლეიბორისტულ პარტიას, 3% კი - “პატრიოტთა ალიანსს”.
გამოკითხულთა 38%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულებს პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი (4%), ეკა ბესელია, გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე (3-3%), თინა ხიდაშელი, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე (2-2%).
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.