აქტუალური
NDI: „არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს გამოკითხულთა 66%“

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 66% აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 34% აცხადებს, რომ სავარაუდოდ, არ წავა არჩევნებზე.

მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა, კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება”  – 29%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  – 27%, ”თავისუფალი დემოკრატები” - 10%, ლეიბორისტული პარტია 6%, “პატრიოტთა ალიანსი” - 5%.

კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, არ ვიცი - აცხადებს 25%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 20%, “ქართული ოცნება” – 19%, ლეიბორისტული პარტია – 4%, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”  – 4%, ასეთი პარტია არ არსებობს  – 10 %

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.