პუბლიკაციები
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ახალი სახეები

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო რეჟიმზე გადავიდნენ. ივანიშვილის გუნდი უკვე ახალ სახეებს ეძებს.

 კონფიდენციალურმა წყარომ პოსტსკრიპტუმს ქართული ოცნების კულუარებიდან იმ ადამინების გვარები მიაწოდა, ვისი კანდიდატურებიც საპარლამენტო სიაში განიხილება, ესენი არიან:

 თამარ ჩუგოშვილი-ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში. ახლა ის ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს.

 არჩილ თალაკვაძე-შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე. მანამდე ის სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 გიორგი უძილაური-ფონდი ქართუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი.

 მიხეილ დუნდუა-2030-ის ექსპერტი. მან თავი საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კრიტიკით დაამახსოვრა.

 ირაკლი კობახიძე-ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, სწორედ ის არის ერთ-ერთი ვინც წერს ამ ახალ პარტიულ სიას და პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ის ებრძვის ოცნების ძველი სახეების სიაში ყოფნას.

 ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში განიხილებიან 2030-ის წევრები ლევან კალანდაძე და რამილია ალიევა, ასევე გადაცემა 2030-ის მთავარი პროდიუსერი ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძე.

 გარდა ამისა, პარლამენტში გადასანაცვლებლად ამზადებენ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს და საკრებულოს წევრებს. სიაში განიხილება თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურაც.

 თბილისში მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი ქართული ოცნება საკრებულოში მისივე გუნდის წევრებს ამზადებს. საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე რიმა ბერიძე ჩუღურეთის მაჟორიტარობისათვის ემზადება. მაჟორიტარობას გეგმავს საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი.

 ქართული ოცნების სიაში იქნება ორი პოლიტიკოსი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან-ერთი ნაძალადევის მოქმედი გამგებელი ზაზა გაბუნიაა, მას ამავე რაიონის მაჟორიტარობა სურს და მეორე საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია, ის თემქაზე აპირებს კენჭისყრას.

 საკრებულოდან საპარლამენტო სიაში პორტირებისათვის ამზადებენ, საკრებულოს წევრს და შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს თამარ ტალიაშვილს.

 ქართული ოცნების მაჟორიტარი იქნება ბათუმის სამი ოლქიდან ერ-ერთში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ტყიბულში კი კენჭს როგორც ოცნების კულუარებში ამბობენ მაჟორიტარად ოთარ აბესაძე იყრის. ის დღეს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის მრჩეველია.

 სიის პირველი ნომერი კი მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

წყარო:info7.ge