საზოგადოება
„მოსახლეობაში არსებულმა იმედგაცრუებამ, შესაძლოა, პრორუსულ პარტიებს არჩევნებზე გზა გაუხსნას“ - Freedom House

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იმედგაცრუებამ, შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს პრორუსულ პარტიებს, საქართველოს ევროპასა და აშშ-ზე ორიენტირებული გრძელვადიანი პოლიტიკის მიმართ საყოველთაო მხარდაჭერის მიუხედავად, - ასეთ შეფასებას Freedom House საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარების შესწავლის შემდეგ აკეთებს.

 Freedom House მედიასივრცეში შექმნილი ვითარებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობის შესახებაც წერს, ანგარიშში მოხვდა გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეები.

 „იმ დროს, როდესაც ქართული მასმედიის ლანდშაფტი რჩება მრავალფეროვნად და ძირითადად პლურალისტურია, წამყვანი ოპოზიციური საინფორმაციო მედიასაშუალების “რუსთავი 2”-ის მიმართ დაწყებული გამოძიება და სასამართლო დევნა მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” ელემენტების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს,“ - წერია ანგარიშში.