საზოგადოება
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება (ვიდეო)

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე ლევილის მამულს ესტუმრნენ, სადაც შეხვედრა გამართეს მამულის მემკვიდრეთა ოჯახის წევრებთან და ლევილის მობინადრეებთან (ვიდეო იხ. აქ).

 ქართულმა დელეგაციამ ადგილზე მოინახულა საცხოვრებლები, ახლად გარემონტებული ბიბლიოთეკა და ფრანგი არქიტექტორის რიშარ საბატიეს მიერ ლევილის მამულის მომავალი ფუნქციონირებისათვის შედგენილი პროექტი.