საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან, საკრებულოს ეროვნული უმცირესობათა საბჭოს ხელმძღვანელთან რიტა ხიდირბეგიშვილთან და კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

 შემოქმედებითი საღამო აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალური კომედიის -  არშინ მალ ალანი“-ის თბილისში პრემიერის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 ღონისძიებას  პროფესორი გიორგი დოლიძე უძღვებოდა და მას  დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპულიკის საელჩოს და ქართული და აზერბაიჯანული ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ღონისძიების შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენლებმა  მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი დაათვალიერეს.